|
2017-04-13 15:37:42, 4606 ნახვა
საზოგადოება
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს (ვიდეო)
სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბერიკაშვილი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი გივი ბერიკაშვილს ბოლოჯერ მიაგებენ პატივს. მსახიობს საბურთალოზე, ამაღლების ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ცნობისთვის, დღეს 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეგახსენებთ, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)