05:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:17:28, 1820 ნახვა

საზოგადოება
მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან

მარჯანიშვილის თეატრში სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.

ისინი სცენაზე სიტყვით გამოდიან და მსახიობთან გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამენ.

პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდა გივი ბერიკაშვილის მეგობარი, სახალხო არტისტი კახი კავსაძე.

კავსაძის თქმით, გივი იყო უდიდესი ადამიანი და ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დანაკარგია.

“გივი იყო ჩემი ძმა და მე ის ძალიან დამაკლდება. ის იყო უდიდესი  ადამიანი, კიდევ უფრო  დიდი მსახიობი. მე ის ძალიან დამაკლდება. არამარტო მე, არამედ მთელ საზოგადოებას”– განაცხადა კახი კავსაძემ.

ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თითქმის დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics