|
2017-04-13 12:07:09, 1403 ნახვა
საზოგადოება
“ვიშეგრადის ოთხეული“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს
„ვიშეგრადის ოთხეული" მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. ამის შესახებ საუბარია „ვიშეგრადის ოთხეულის" განცხადებაში, რომელიც ვარშავაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 12 აპრილს მიიღეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობას" უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა. ამ კონტექსტში, „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის" უნდა მომზადდეს ამბიციური დღის წესრიგი. უწყების ცნობით, დოკუმენტით „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიმართ და აღნიშნეს, რომ იგი „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის" სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მუდმივად იდგეს ევროკავშირის დღის წესრიგში როგორც პრიორიტეტი. რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, „ვიშეგრადის ოთხეულის" მინისტრები მოუწოდებენ გამოწვევებზე სტრატეგიული რეაგირებისაკენ და ხაზს უსვამენ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების პროცესის გაგრძელების საჭიროებას შიდა სტაბილურობის, მდგრადობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარებაზე. მინისტრების განცხადებით, აღნიშნული წვლილს შეიტანს არამარტო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცებაში, არამედ გააძლიერებს პოლიტიკურ კავშირებსაც. ამ კონტექსტში, მინისტრები მიესალმებიან აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების პან-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ინტეგრირების გადაწყვეტილებას.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)