10:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 21:25:44, 1751 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა.

გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-მდივნის სტეფან დუიარიჩის განცხადებით, გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რამაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს.

ოფიციალური გაცხადება პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიის მთავრობა,  საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამასთან, პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას ემუქრება.

„ამ მოვლენათაგან განსაკუთრებით საგანგაშოა 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. "არჩევნების" ჩატარების ფაქტი, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით. პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს პორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოებლად“, - ნათქვამია პორტუგალიის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics