10:41 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 21:03:11, 1766 ნახვა

პოლიტიკა
„ვიშეგრადის ოთხეული

ვარშავაში „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა და ამ პროცესში „ვიშეგრადის ოთხეულის'' ჩართულობა.

ამასთან, გაიმართა „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2017 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების მისწრაფებების მხარდაჭერა და ევროპული პერსპექტივა.

„ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გაიმართა პლენარული სესია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისა და სხვა მოწვეული მინისტების მონაწილეობით, რომელიც დაეთმო ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირების განმტკიცების საკითხს, კერძოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარების კუთხით. შეხვედრისას ხაზი გაესვა სტრატეგიული პროექტების განხორციელების და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების პან-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირების მნიშვნელობას.

„ვიშეგრადის ოთხეულის" მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პლენარული სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ისაუბრა „ვიშეგრადის ოთხეულის", „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვენლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კორიდორზე და ამ კუთხით სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც დაგეგმილია ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში. მინისტრმა კოლეგებს გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ექვს პუნქტიანი გეგმა, რომლის განცორხიელებითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს.

„ამ დღის წესრიგის შედეგად საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო, წევრი ქვეყნის სტატუსის გარეშეც. ჩვენი მიზანია ევროკავშირის სრული წევრობა. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს წარმოადგენს საქართველოს მისწრაფებას. რეფორმები და ზემოთხსენებული ექვსი პუნქტი წარმოადგენს სრული წევრობის გზას. აღნიშნულ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ გზავნილს - ევროპული პერსპექტივის დაფიქსირებას. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა შევძლოთ ამ პოლიტიკური მისწრაფების განხორციელება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ „ვიშეგრადის ოთხეული" განაგრძობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მისწრაფებების მხარდაჭერას. მინისტრი მიესალმა „ვიშეგრადის ქვეყნების" საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, რომელიც დაფიქსირებულია 12 აპრილს გამართული „ვიშეგრადის ოთხეულის" მინისტერიალის ერთობლივ განცხადებაში.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა არსებული და მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მისი განცხადებით სარგებლობის მომტანი იქნება რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის.

„ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ბულგარეთის, ესტონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, შვედეთის, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics