04:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 17:35:41, 1465 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელს შეუწყობს რეგიონული ლიდერების შექმნას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პროექტის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს კონსტიტუციურ საკითხებზე დისკუსიაში აქტიური ჩართვისა და პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდა, თუ როგორი სახელმწიფოს მშენებლობა და როგორ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ.

პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებისას, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება გადამწყვეტია, რადგან ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია, საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტს წარმოადგენს.

მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების,  განათლების ხელმისაწვდომობის, მისი მნიშვნელობის და რეფორმების აუცილებლობის შესახებ  ისაუბრა.

პრეზიდენტმა ასევე კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის, ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებაში ევროპული ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  იგი უკვე რამდენიმე წელია  მოსაზრებას აფიქსირებს,  რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა შესაცვლელია და მაჟორიტარული სისტემიდან საქართველო პროპორციულ და პროპორციულ - რეგიონულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რაც სამ ძირითად საკითხს დაარეგულირებს - ხელს შეუწყობს დაბალანსებული პარლამენტის შექმნას, უზრუნველყოფდა  რეგიონული ლიდერების შექმნას და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას.

„ლიდერები არ უნდა იბადებოდნენ და ყალიბდებოდნენ მხოლოდ დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ლიდერების გაჩენა და რეგიონული პოლიტიკის წარმოდგენა საქართველოს პარლამენტში, ოღონდ პროპორციული პრინციპით. მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არა იმიტომ, რომ მაჟორიტარული არ არის დემოკრატიული, არამედ იმიტომ, რომ ეს ფორმა არ უზრუნველყოფს განვითარებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზეც ისაუბრა.

„შეიძლება ლოგიკა იყოს უცხოელზე მიწის მიყიდვის, ან არმიყიდვის საკითხთან მიმართებაში, როდესაც საუბარია ჩვენს სასაზღვრო რეგიონებზე. იქ გასაგებია, რომ გარკვეული ზოლი უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება. სხვა შემთხვევაში მარტივად უნდა შეიქმნას მიწის ბაზარი, სადაც იქნება მიწის ყიდვა-გაყიდვა და ის შექმნის სოფლის მეურნეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics