|
2017-04-11 19:10:50, 1546 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის "შეNს ქალAქს დაუTOვე" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, საქართველოს 10 ქალაქში კონკურსი "შეNს ქალAქს დაუTOვე" ჩატარდა. კონკურსი საქართველოს მასშტაბით ნატო-ს თემაზე შემოსული ესკიზების მიხედვით წინასწარ შერჩეული ობიექტების მოხატვას ითვალისწინებდა. ნატო-ს დღეების ფარგლებში, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა. ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მსგავსი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი. "ძალიან კარგი და აქტიური დღეები გვაქვს. აქტიური კამპანია გამოდგა ევროკავშირის და ნატო-ს პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ყველაფერი ძალიან მასშტაბური გამოვიდა, რაც თავისთავად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად, გემოვნებიანად და დატვირთულად გამოგვივიდა ნაშრომებიც. გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები დაგვეჯილდოვებინა და საზეიმო განწყობა შეგვექმნა", - აღნიშნა დოლიძემ. მინისტრის თქმით, მსგავსი კამპანიები მომავალშიც გაგრძელდება. "მსგავს კამპანიებს გავაგრძელებთ. გვინდა, რომ ყველა მოქალაქებდა ასეთი ტიპის ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ და გავზარდოთ მათი ცნობიერება", - დასძინა ვიქტორ დოლიძემ. კონკურსის მიხედვით, გამარჯვებული გუნდი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გაიმგზავრება. ცნობისთვის, გამოფენას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ბულგარეთის ელჩი საქართველოში დასისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. (NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)