09:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 15:37:31, 1710 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია.

პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამაზე მიუთითებს ის რეფორმებიც, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, პენიტენციური სისტემის, მედიაპლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების, ბიზნესის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით განხორციელდა.

საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მეგი ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მოამზადა.

შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი  წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დემოკრატიის, მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში მონიკა  აზიმი, UNDP-ის ადამიანის უფლებების დაცვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან -  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics