|
2017-04-11 12:50:01, 1496 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრი განახორციელებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრის წარმოებას იწყებს. საქართველოს სახელმწიფოს უფლებები, რომელიც საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული, სისტემურად აღირიცხება და ელექტრონული ფორმით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგლემ ირაკლი შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს. ინიციატივის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავი ქონების მისამართი, მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, დანიშნულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მონაცემები საჯარო რეესტრის ვებ-პროგრამაში აისახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ამგვარი რეესტრით შესაძლებელი გახდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის სრულყოფილად განხორციელება. საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აქამდე სისტემატიზებული სახით აღრიცხული არ იყო, რაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, სირთულეს ქმნიდა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთრებაში, მფლობელობასა თუ სარგებლობაში ჰქონდეს უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უძრავი ნივთების აღრიცხვის გარდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ლევილის მამული, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების შთამომავლებისა და წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს შორის შეთანხმების შედეგად საქართველოს გადმოეცა და სახელმწიფო ლევილის მამულის კანონიერი მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრი აღნიშნული უძრავი ქონების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებას შესაბამის რეესტრში აღრიცხავს და ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს. ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
(NS)
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)