|
2017-04-11 10:44:41, 1585 ნახვა
საზოგადოება
გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში
თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, გადმოიტანოთ მომხმარებლის ლინკი და პროგრამა თავად დაითვლის, თქვენი აქტივობების რამდენი პროცენტი ხორციელდება მშობლიურ ენაზე და რამდენი ლათინური ანბანით. სიახლე პროექტის #წერექართულად ფარგლებში დაინერგა და დღეიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. Geocheck.ge-ით სარგებლობა სოციალური ქსელში აქტიურ კომპანიებსაც შეუძლიათ. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ასევე Facebook-ის მომხმარებლებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სულ მალე თქვენ შეგეძლებათ, პროფილის ფოტოზე ფონად თქვენი სახელის პირველი ასო გამოიყენოთ. ახალი ინციატივებით #წერექართულად 14 აპრილს, დედაენის დღეს აღნიშნავს. პროექტის მიზანი სოციალურ ქსელებში და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენების წახალისებაა. პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა, მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა", გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.
(R)
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)