|
2017-04-10 16:53:39, 1713 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად გაემგზავრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ზაალ მიქელაძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა. როგორც ზაალ მიქელაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხუთი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა დაშავებულების დასახმარებლად-აღნიშნულის თაობაზე დეტალები სწორედ ჰოსპიტალში მათი მისვლის შემდეგ დაზუსტდება: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის დავალებით, მე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე, მივდივართ თურქეთში. შუახევის მუნიციპალიტეტიდან არიან დაშავებულები. საუბედუროდ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, ხუთი კლინიკაშია მოთავსებული. მათ შორის ორს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო ერთი მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია რეანიმაციულ განყოფილებაში. დეტალები ამ წუთისათვის არ ვიცი, რა სჭირდებათ ჩვენგან, როგორი იქნება ჩვენი ჩართულობა...სწორედ, აღნიშნულის გადასაწყვეტად მივდივართ ჰოსპიტალში“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ზაალ მიქელაძემ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველები მუშაობდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში უკვე გადმოასვენეს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულები ტრაპზონში გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ უკვე მოინახულა და მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)