2017-04-09 10:33:52, 2728 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს.
რეფერენდუმი საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო" დარქმევასთან დაკავშირებით იმართება.
ოფიციალური თბილისის პოზციით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან