06:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:44:24, 1664 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: პრეზიდენტის გამოსვლა უფრო კრიტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო

 „პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით“,-ასე გამოეხმაურა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს უნდა ესმოდეს ყველაზე გაჭირვებული ადამიანის ხმაც.

 „პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და დღევანდელი ვითარება ძალიან საყურადღებოა, რადგან მოსახლეობის უმეტესობას უჭირს და განვითარების ეს ტემპი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ყველა კვლევაში აჩვენებს, რომ ფინანსური დაცულობა ნაკლებია ქვეყანაში და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ჰქონდა „მოვუსმინოთ ხალხს.“ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს უნდა ესმოდეს ყველაზე გაჭირვებული ადამიანის ხმაც. ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროპულ საქართველოს ბიზნესთან დაკავშირებით შეთავაზებული აქვს პაკეტი მთავრობისთვის, რომლითაც სტიმულირება უნდა მოხდეს ბიზნესის და სამუშაო ადგილების შექმნაც. ასევე მინდა ვისაუბრო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც რომელსაც პრეზიდენტიც შეეხო, რუსეთი ასრულებს ანექსიას, ამიტომ საჭიროა კონსოლიდირებული მუშაობა და არა კინკლაობა სახელისუფლებო შტოებს შორისდა სწორია, რომ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტს. ასევე ქუთაისზე იყო საუბარი და ჩვენ ევროპული საქართველო ვიბძვით იმისათვის რომ ქუთაისს შეუნარჩუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics