22:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 21:40:35, 1523 ნახვა

საზოგადოება
სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.  6 კილომეტრიან ველომარათონში, რომელიც ახალი ბულვარის ღია ამფითეატრიდან დაიწყო და  ანბანის კოშკთან დასრულდა, რეგიონის მთავრობის წევრები და საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.  შეჯიბრში რიგით მოქალაქეებთან ერთად, აჭარის მთავარობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აქციაში  მონაწილეობა 200-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის ბათუმში სტუმრად მყოფმა ტურისტებმაც. 

დაჯილდოვდა 6 კილომეტრიანი მარათონის გამარჯვებული ქალთა შორის, 30 წლის უკრაინელი ქალბატონი ალიონა ბუსლაევა. დასაჩუქრდნენ ყველაზე უხუცესი  და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები, ასევე  სპორტული ველოსიპედებით მრბოლელები. დაჯილდოებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი.

აჭარის მთავრობა რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.  წელს ბათუმის მერიის მიერ განახლდა ველობილიკები. რეგიონში პერიოდულად ტარდება არაერთი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. 

აჭარის რეგიონი წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის აჭარის  ყველა მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სპორტ-დარბაზების მშენებლობა და კეთილმოწყობა. 

ბათუმში ახლახან გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი. უახლოეს პერიოდში ჩაიყრება საძირკველი ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას,რომელიც ოლიმპიურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სპორტის 25 სახეობას მოემსახურება. ახალ სპორტულ კომპლექსში გაიმართება 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics