2017-04-05 18:18:56, 2362 ნახვა
სამართალი
მეტეხის ხიდთან ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა
მეტეხის ხიდთან ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.
ამის შესახებ „ექსრეპსნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ცოტა ხნის წინ ძველი თბილისის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ადგილზე ვითარებას სწავლობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ პოლიციას მეტეხის ხიდთან ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან