|
2017-04-05 14:43:09, 1661 ნახვა
საზოგადოება
მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - გარემოვაჭრეები ვაჭრობის ნებართვის მიღებას ითხოვენ
გარემოვაწრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, გარევაჭრობის ნებართვის მიღებას ითხოვენ. მათივე თქმით, ისინი მზად არიან, გარევაჭრობის ყველა წესი დაიცვან, მისი დადგენის შემთხვევაში. აქციას "დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენელი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესწრება. ჩხარტიშვილის თქმით, კანონი არ კრძალავს გარევაჭრობას, არამედ კრძალავს უნებართვო ვაჭრობას, ხოლო ნებართვის გაცემის წესი არ არსებობს. გარემოვაჭრეების განმარტებით, მერიიმ ისინი არ გააფრთხილა, რომ მათ აყრას აპირებდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ზედამხედველობის სამსახურს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის რეგულირების შესახებ კანონის დამტკიცებას ითხოვს, რომელიც 2004 წელს წინა მოწვევის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ამასთან, აქციის მონაწილეები ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის სახელზე განცხადების შეტანას გეგმავენ, რათა მასთან შეხვედრა შეძლონ. გარემოვაჭრეებმა ახალი აქცია დააანონსეს, რომელიც პარასკევს პარლამენტის წინ იგეგმება. ასევე, აქცია 11 აპრილს საკრებულოს წინ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)