20:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:25:22, 2388 ნახვა

საზოგადოება
თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც სახლისა და საპატიმრო დაწესებულებების გარდა, ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ალიანსში აცხადებენ, რომ ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა.

სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს. ამასთან, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში იმედოვნებენ, რომ პარლამენტი კანონრპოექტს პირველი მოსმენით მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics