|
2017-04-04 18:56:41, 1957 ნახვა
საზოგადოება
„მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას; უნდობლობას უცხადებს რუსეთს, თუმცა მზად არის დიალოგისთვის“
კვლევა, რომელიც დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IR გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კვლავ ძალიან მაღალია, ბოლო ოთხი წლის მსგავსად. მიუხედავად რუსეთის მთავრობის მიმართ არსებული მუდმივი უნდობლობისა, კვლევაში ვლინდება რუსეთთან ურთიერთობის სურვილი; კვლევის შედეგებით მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. „მოსახლეობის 90 % სრულად (64 %) ან ნაწილობრივ (26 %) უჭერს მხარს ევროკავშირი გაწევრიანებას. მსგავსად ამისა, მოსახლეობის 56 % სრულად, ხოლო 26 % ნაწილობრივ ემხრობა ნატო-ში ინტეგრაციას. რუსეთის გეგმების მიმართ უნდობლობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, კვლევაში ჩანს მოსახლეობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი. გამოკითხულთა 73 % რუსეთს აღიქვამს პოლიტიკურ საფრთხედ, ხოლო 57 % - ეკონომიკურ საფრთხედ. რესპოდენტების უმრავლესობა (76 %) საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას აფასებს უარყოფითად, თუმცა მათი 82 % (53 % სრულად, ხოლო 29 % ნაწილობრივ) ემხრობა რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, ორგანიზაციის წინა კვლევების შედეგების მსგავსად. საქართველოს მოსახლეობის 47 % უმუშევრობას ასახელებს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2016 წლის მარტის კვლევასთან (45 %). უმუშევრობა პირველ პრობლემად დასახელდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ქალაქებსა და სოფლებში (35 %) და გამოკითხულთა ოჯახებშიც (42 %). რესპოდენტთა 70 % ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში გაუარესდა (ამათგან 34 % ფიქრობს რომ გაუარესდა ნაწილობრივ, ხოლო 36 % მიიჩნევს, რომ სრულად). ზოგადად კი, ქვეყნის მოსახლეობის 69 %-ის შეხედულებით ეკონომიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკუსვლას განიცდის“, - ნათქვამია IRI-ს კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო. კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)