06:55 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 18:51:14, 1856 ნახვა

საზოგადოება
IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობას (88%) ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს.

მეორე ადგილს 86%-ით ჯარი იკავებს, მესამე ადგილს 74%-ით ქართული მედია, მეოთხე ადგილს პოლიცია (59%), ხოლო მეხუთე ადგილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (55%).

გარდა ამისა, გამოკითხულთა 52 %-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45%-ს - პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, 40%-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 39-39%-ს მოსწონს სახალხო დამცველის აპარატისა და პარლამენტის საქმიანობა, 38% კი თვლის, რომ ყველა უკეთ მინისტრთა კაბინეტი მუშაობს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: ადგილობრივი ხელისულფება - 37%; პროკურატურა - 31%; სასამართლოები - 30%; სახელმწიფო რწმუნებულები - 24%; ეროვნული ბანკი - 21%; პოლიტიკური პარტიები - 20%; პროფკავიშრები - 13%.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics