2017-04-04 17:55:50, 2451 ნახვა
სამართალი
ესპანური მედია: ესპანეთში 17 ქართველი დააკავეს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთში 17 ქართველი დააკავეს.
როგორც გამოცემა eldiario.es წერს, პოლიციის ცნობით, დაკავებულები ბარსელონასა და მადრიდში სახლებს ქურდავდნენ. ისინი ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და ელექტროტექნიკას იპარავდნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ესპანეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
მათივე ინფორმაციით, საელჩო ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან