05:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 13:52:15, 707 ნახვა

ეკონომიკა
„სმარტი“ სოციალური საწარმოების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სოციალური საწარმოების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს და შესაძლებლობას აძლევს ერთგულ მომხმარებელს წვლილი შეიტანოს სოციალური მეწარმეობისა განვითარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, დევნილების და იმ პირების თანადგომაში განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ.

„“სმარტისათვის“ ქართული წარმოების წახალისება და საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა არა მხოლოდ ჩვენი მცდელობაა საზოგადოების ცნობადობა ავამაღლოთ სოციალური მეწარმეობისა და მინი მნიშვნელობის შესახებ, არამედ შესაძლებლობაა ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ მსგავსი საწარმოების და იქ დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობები და ბიზნესის წარმოების უნარები. „სმარტში“ ამ ეტაპზე სოციალური საწარმოების - „დავითიანნის“ და „ზესხოს“ ხის სათამაშოების და სვანური მარილის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე სოციალური საწარმოებისათვის „სმარტის“ საგამოფენო სივრცე ახალი პარტნიორების მოძიების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

“სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში სოციალურმა საწარმოებმა: „დავითიანნმა“, „იკორთამ“ , „ბაბალემ“, „ფარშევანგმა“, „თანადგომამ“, „რეას ციყვებმა“, ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ“, "კავშირმა ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, "ტრადიციულმა მოდის სახლმა“ მომხმარებელს სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი პროდუქციის ფართო არჩევანი შესთავაზეს.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics