2017-04-04 15:42:51, 2638 ნახვა
სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან მამაკაცი დააკავეს
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.
მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან