04:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 11:14:47, 1585 ნახვა

პოლიტიკა
სტოკჰოლმში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნეს

შევედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში , „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ  „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს"  თავმჯდომარე იორან ლენმარკერი და ორგანიზაციის ოცამდე წარმომადგენელი, ასევე შვედეთის პარლამენტის წევრები,  ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღონისძიებაზე  მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვედეთის სამეფოში საქართველოს  საგანგებო და   სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და სტოკჰოლმის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს ელჩმა აღნიშნა ვროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გახლავთ სწორედ შვედეთისა და პოლონეთის მიერ ინიცირებული 'აღმოსავლეთ პარტნიოპრობის' ფორმატის უმნიშვნელოვანესი წარმატება.  ელჩმა ასევე ისაუბრა განვლილი 25 წლის განმალობაში თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებზე, როგოირცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლებრივი სისტემის სრულყოფა, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური პროექტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართულ  მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics