19:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 14:38:13, 1501 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლმა“ TCR საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ ფორმულა-ა-ს კლასის რბოლაში განახლებული გუნდით იასპარეზა

1-2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა წლის მთავარ სპორტულ მოვლენას უმასპინძლა.

საქართველოში პირველად გაიმართა TCR-ის პრესტიჟული სარბოლო სერიის სეზონის გახსნა, რომელშიც 12 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. საერთაშორისო რბოლა მხარდამჭერი ღონისძიების სტატუსით გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატით წრიულ რბოლაში ლეგენდების და ფორმულა-ა-ს კლასებში, რომელშიც „ვისოლის“ გუნდმა, ახალი შემადგენლობით იასპარეზა. საქართველოს ჩემპიონობისთვის ჰარალდ შლეგენმილხი და შაკო ციხელაშვილი ახალი შემართებით იბრძოლებენ. „ვისოლის“ გუნდი წრიულ რბოლაში საქართველოს 2015 - 2016 წლის ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში უკვე ორგზის გამარჯვებულია.

ჰარალდ შლეგენმილხი ლატვიური წარმოშობის პროფესიონალი მრბოლელია, რომელიც საავტომობილო სპორტში 1997 წლიდან ასპარეზობის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. შაკო ციხელაშვილმა პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია 14 წლის ასაკში აიღო და უკვე 2012 წელს წყვილთა რბოლაში და 2012-2013 წელს ზამთრის სეზონის საქართველოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ასევე 2014 წლის ჩემპიონია აღმართის დაძლევაში და 2016 წლის ვიცე ჩემპიონი აღმართის დაძლევაში. 

„“ვისოლი“ მრავალი წელია საქართველოში ავტოსპორტის განვითარებისათვის ზრუნავს, შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო რბოლას უმასპინძლა და ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით. ამას გარდა, საამაყოა ის, რომ TCR-ის  საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ  საქართველოს ჩემპიონატის წრიულ რბოლაში ფორმულა-ა-ს კლასში „ვისოლმა“ განახლებული გუნდით იასპარეზა.  ვფიქრობთ, რომ ჰარალდ შლეგენმილხის საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი შაკო ციხელაშვილის მიღწევებთან ერთად „ვისოლის“ გუნდს ლიდერის პოზიციებს შეუნარჩუნებს და კიდევ მრავალჯერ მოვიპოვებთ ჩემპიონის ტიტულს“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

TCR ეს არის საერთაშორისო სერია წრიულ რბოლაში, ძარიან ავტომობილებს შორის. TCR დგას ისეთი პოპულარული და პრესტიჟული საავტომობილო ჩემპიონატების გვერდით, როგორიცაა ფორმულა, WTCC და სხვა. TCR-ის დამფუძნებელია მარჩელო ლოტი – ძარიან ავტომობილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) ფუძემდებელი და დირექტორი წლების განმავლობაში. ეტაპები ტარდება მსოფლიოს საუკეთესო და ლეგენდარულ ავტოდრომებზე, როგორიცაა სეპანგი, სპა, მონცა და სხვა. რბოლა გადაიცემა 40-მდე სპორტულ არხზე, როგორიცაა ევროსპორტი და ევროსპორტ 1 და მას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალყურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ღირსება ამ სეზონზე დათა ქაჯაიამ დაიცვა და გამარჯვებაც მოიპოვა. დათა ქაჯაია არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ჩემპიონატებში.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics