16:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 09:57:46, 638 ნახვა

სამხედრო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს

თვდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ  სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებკანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით  განიხილავენ.

პროექტის მიხედვით ცვლილებები შედის კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების მიზნით, წესდება სამსახურიდან დროებით დათხოვნისა და შვებულების მიცემის ახალი წესი:

საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში, რომელიც როგორც წესი, შეადგენს ათ კვირას, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მოსამსახურეს არ მიეცემა დასვენების დღე სამსახურიდან დათხოვნის უფლებით, ხოლო მომზადების პერიოდის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არაუმეტეს სამი შაბათი და კვირა დღე, ქვედანაყოფისათვის განსაზღვრული განრიგის შესაბამისად. საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდგომ, სამხედრო სავალდებული სამსახურის ვადის ამოწურვამდე ყოველკვირეულად ორი დღე - შაბათი და კვირა. სამხედრო მოსამსახურეს ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების გამოყენების უფლება შეიძლება შეეზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში და სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან მის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. ამასთან, შვებულება, ნაცვლად ორი კვირისა შეიცვლება და მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ, მიეცემა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არაუმეტეს თხუთმეტი დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობით ან სხვა საპატიო მიზეზით დამატებით შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს ათი დღის ოდენობით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას კანონის 21-ე მუხლში.

კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება მხოლოდ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხები მოწესრიგებულია არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე აქტებითაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics