|
2017-04-02 17:39:30, 1565 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოდიან
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის ზოოლოგიური პარკიდან აცნობეს, რიგის ზოოპარკი (ლატვია) უსურიის ვეფხვს გზავნის. 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩამოვა. ცხოველები 3 აპრილს, ორშაბათს, გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოფრინდებიან. მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკს ცხოველებს ევროპის ზოოპარკები საჩუქრად გადმოსცემენ. ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯებს „თიბისი სტატუსი“ ფარავს. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ. „თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია, საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება. რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინას დაიდებს უსურიის ვეფხვი, პირველი ვეფხვი წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის, ასე რომ, გაზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ვეგებებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და „თიბისი სტატუსს“ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)