18:36 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-02 15:21:36, 1438 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ადამიანი საკუთარ ცოდვებს თუ არ ებრძვის, ის სხვაზე ვერ გაიმარჯვებს

 „ადამიანი საკუთარ სულს, ცოდვებს თუ არ ებრძვის, ის სხვაზე ვერ გაიმარჯვებს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, დაამარცხოს საკუთარი ვნებებუი და შემდეგ სხვაზე გამარჯვებული იქნება.

"ორი კვირა დარჩა დიდი მარხვისა, მთავრდება ეს შვიდი კვირა და უნდა ითქვას რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის იმისთვის, რომ ღრმად ჩავიდეთ ჩვენს სულში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას“,-აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მარიამ მეგვიპტელის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგვიპტელი არის  ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან წმინდა ცხოვრებაში გადავიდეს.

 „წმინდა მარამ მეგვიპტელი ყოველი ჩვენგანის სულსა და გულშია, იგი ყველას გვეხმარება, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძვის საკუთარ სულს, ცოდვებს, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ჯერ ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს თავის თავზე, დაამარცხოს საკუთარი ვნებები და შემდეგ ადამიანი იქნება სხვაზე გამარჯვებული", - ბრძანა უწმინდესმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics