20:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 21:33:36, 2209 ნახვა

სამართალი
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებული: ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით

ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენელი, პაატა სვანიძე, ერთ-ერთ დაზარალებულს ხელითაც შეეხო, რაზეც ამჟამად საქმეც არის აღძრული. მისივე თქმით, ყადაღის მოხსნა აუცილებელი არ არის და სხვა მენაშენე აუცილებლად ააშენებს.

„პროკურატურას ყველა ქონება დაყადაღებული აქვს და ვთხოვთ, რომ არ მოხსნას არავითარ შემთხვევაში. ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით. რა გარიგება შედგა დამნაშავეებსა და მოსამართლეს შორის, პროკურატურასა და დამნაშავეს შორის, ეს ჩვენ ძალიან გვაინტერესებს“, - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.

დაზარალებული ნინო დარასელის შვილის მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო"

„ნინო დარასელის შვილი, ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო. რატომ უნდა ჩამოგვიაროს, ჩვენი გაცნობა უნდა, თუ რამე მუქარას შეიცავს მისი წერილი? ძალიან ვთხოვ, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ ამ ფაქტით“, - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics