|
2017-03-31 17:50:07, 1489 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში საჯარო მეტყველებაში, 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, 8 მაისს, ერთი კვირით, ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეებმა წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადეს თემაზე: ,,განსაზღვრა ნიშნავს შეზღუდვას’“. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 20 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდა უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში. „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU–ს თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60–ზე მეტი ქვეყანა, კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)