|
2017-03-31 15:24:31, 7139 ნახვა
საზოგადოება
ტურბომიკრონ G - ქრონიკული ვენური და ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის დადასტურებული ეფექტურობა
კოლოპროქტოლოგიურ პათოლოგიათა შორის გავრცელების მხრივ, ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი ჰემოროის, ე.წ. ბუასილს აქვს. შემთხვევათა უმრავლესობაში ჰემოროის ჩამოყალიბებას განაპირობებს ანალური გასავლის კუნთოვან-ფიბროზული კარკასის გენეტიკური სისუსტე. საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრმა ესპანური კომპანია Kern Pharma-სა და GMP ( ჯი-ემ-პი)-ს ექსკლუზიური პროდუქტის ტურბომიკრონ G -ს ეფექტურობა შეისწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ GMP ( ჯი-ემ-პი)-ს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია. როგორც აღინიშნა, საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის ბაზაზე ჩატარდა პროსპექტული, რანდომიზებული, ბრმა კვლევა ტურბომიკრონ G -ს ეფექტურობაზე ჰემოროიდული თრომბოზით და ჰემოროიდული სისხლდენით დაავადებულ პაციენტებში, ნებისმიერი სტადიის ჰემოროის დროს. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ტურბომიკრონ G -ს გააჩნია მაღალი ეფექტურობა როგორც ჰემოროიდული თრომბოზის, ისე ჰემოროიდული სისხლდენის მკურნალობისას, ჰემოროის ნებისმიერ სტადიაში, რაც გამოიხატება მკურნალობის მესამე დღიდან კლინიკური სიმპტომების გამოხატვის შემცირებასა, ან სრულ მოხსნაში. მკურნალობის მეშვიდე დღისთვის ადგილობრივი მაკროსკოპიული ცვლილებების სრულ ალაგებაში. კვლევის განმავლობაში არ გამოვლენილა პრეპარატის უარყოფითი გვერდითი მოქმედების შემთხვევა. „ჩვენს დარგში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემოროიდული დაავადებაა, რომელსაც მოსახლეობა ბუასილს ეძახის. ბუასილის კონსერვატიულ მკურნალობაში სტრატეგიული დანიშნულება აქვს ვენოტონური მოქმედების პრეპარატებს, როგორიცაა ტურბომიკრონ G . ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეძღვნება ეს კონფერენცია. ჩვენ ქირურგიული კლინიკა ვართ, ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ცენტრია მუხაშავრიას კლინიკა და ამინდს ვქმნით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - უცხოეთშიც, რასაც ადასტურებს ჩვენი სამეცნიერო შრომები უცხოეთში- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ჩვენ გვაქვს სამეცნიერო შრომები მსოფლიოში 3 ყველაზე მაღალ რეიტინგულ ჟურნალში. სწორედ ამიტომ გვენდო ეს კომპანია GMP ( ჯი-ემ-პი), და პროდუქტის მწარმოებელი ესპანური კომპანია Kern Pharma, რომ ჩვენ შეგვიძლია, კვლევები ჩავატაროთ შესაბამის დონეზე. სწორედ ასეთი კვლევა ჩატარდა ტურბომიკრონ G -ზე, რომელიც გახლავთ ვენოტონური პრეპარატი; არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ მისი მიღება შეიძლება შევადაროთ ვენების ფიზკულტურას. პაციენტებს ვაკვირდებოდით 1 თვის განმავლობაში, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს სხვა პრეპარატებთან შედარებითაც და მაღალი ეფექტურობა ჰემოროის კონსერვატიული მკურნალობის არსებულ სქემებთან შედარებით. ვისაც უკვე ჰემოროიდული დაავადება ჩამოყალიბებული აქვს, თუ მიიღებს, ნაკლებად დასჭირდება ქირურგიული ჩარევა მომავალში და ვისაც არ აქვს ეს პათოლოგია, პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით უნდა მიიღოს. ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი პრაქტიკით“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს პროქტოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მაია ქარაბაკმა. ადრეულად დაწყებული მკურნალობის კურსი მაქსიმალური ეფექტურობის გარანტიაა. ტურბომიკრონ G ახდენს ქვემო კიდურების ვენური უკმარისობის და ჰემოროიდული დაავადების სიმპტომების კონტროლს -აუმჯობესებს ვენების ტონუსს, მიკროცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. მცირდება ტკივილი, შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება ქვემო კიდურებში. ტურბომიკრონ G წარმოდგენილია მიკრონიზებული ფლავონური ფრაქციით, რაც განაპირობებს მის უსაფრთხოებას ხანგრძლივი თერაპიის დროს. ქვემო კიდურების ვენური დაავადების დროს, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის დაწყება ცხელი სეზონის დაწყებამდე, უფრო მყარი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად. (R)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)