|
2017-03-31 13:43:22, 1613 ნახვა
საზოგადოება
ანგარიში უმცირესობათა უფლებებზე-საკითხები, რომლებიც დღემდე პრობლემად რჩება
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართეს ანგარიშების: „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" (GDI) და „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები" (HRC) პრეზენტაცია. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლავ აქტიურად დგას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი შეზღუდვის და დისკრიმინაციის საკითხი. კერძოდ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ურთიერთობის ეფექტიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხება ენობრივი ბარიერის გამო. „დღემდე ზოგ რეგიონში არ არის აღმოფხვრილი უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის პრობლემა მათთვის გასაგებ ენაზე საარჩევნო ბიულეტენების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, იკვეთება სახელმწიფო მხრიდან რელგიური უმცირესობების აშკარა დისკრიმინაციის შემთხვევები. როგორიცაა, მოხის ყოფილი მეჩეთის შენობის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, მოხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლე თეონა ბერიძისთვის სკოლაში რელიგიური თავსაფრის ტარების აკრძალვა და სხვა“,-ნათქვამია ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირდაპირი მიზანი ქალთა უფლებებზე მუშაობა არ ყოფილა, GDI-მა საჭიროდ ჩათვალა, ანგარიშში აესახა ინფორმაცია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გამოვლენილ მნიშვნელოვან სამართლებრივ, ძირითადად კანონის წინაშე თანასწორობის პრობლემებზე, სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით GDI-ის იურისტების მიერ მომზადდა საკონსტიტუციო სარჩელები, და საკანონმდებლო წინადადებები. „პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და მათ მისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე.ქვემო ქართლი, კახეთი. ქალთა მიმართ ძალადობის 20 საქმეზე, რომელიც ორგანიზაციამ აწარმოა ადგილობრივ საერთო სასამართლოებში,იკვეთება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და გადაცდომის ფაქტები, ასევე ოჯახში ძალადობისფაქტების გამოძიების სსკ-ის სპეციალური მუხლებით დაწყება კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის გამომწვევ ფაქტორებში სჭარბობს გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა,პატრიარქალური დამოკიდებულებები ქალთა უფლებების შესახებ და ქალთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მათიუფლებების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული ქორწინების პრობლემა და ეკონომიკურიდამოკიდებულება მოძალადეზე. მოძალადეების ნაწილს შეადგენდნენ უმუშევრები ან ფინანსური პრობლემების მქონემამაკაცები. ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა დამართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადოხელმისაწვდომობა. რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საკულტო ნაგებობების მშენებლობისნებართვის მოპოვება წარმოადგენს. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, არასაბუთებენ გადაწყვეტილებებს ან ხელოვნურად აჭიანურებენ ნებართვის გაცემის პროცესს“,-აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიში მომზადდა პროექტების - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში" და „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI-PROLoG) მხარდაჭერით. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ანგარიში მოამზადა დემოკრატ მესხთა კავშირთან" (UDM) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან (GRMA) პარტნიორობით .
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)