|
2017-03-31 12:45:18, 706 ნახვა
სამხედრო
დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნების წარმატებით დასრულება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ნავერიანმა მიულოცეს, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა უსურვეს და გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართა. მან სწავლება დადებითად შეაფასა და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა. წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იმ უნარ-ჩვევების ათვისებას ისახავდა მიზნად, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში ეხმარება. სწავლებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების მომდევნო ეტაპი სექტემბერში ჩატარდება. რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ, გერმანულმა მხარემ ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა. 2016 წელს კი გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)