|
2017-03-30 22:41:52, 2012 ნახვა
საზოგადოება
გელა ღურწკაია: მე მივუტანე ელისო კილაძეს ფარული ჩანაწერები, მაგრამ მე მისთვის არ მითხოვია, რომ ეს კადრი გაევრცელებინა
მე მივუტანე [ელისო კილაძეს] ფარული ჩანაწერები, მაგრამ მე მისთვის არ მითხოვია, რომ ეს კადრი გაევრცელებინა, - ამის შესახებ გელა ღუწკაიამ გადაცემა "განსხავავებულ აქცენტებში" განაცხადა და თან აღნიშნა, რომ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი სუს-ის აგენტია. მისივე განცხადებით, როდესაც ფარული ჩანაწერები კილაძეს მიუტანა უთხრა, რომ "ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვისი ცხოვრებაც იყო, ხმა არ ამოეღება". „მერე რა, რომ მე არ მომწონდა ის ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ცხოვრებით ნაცხოვრებმა ადამიანებმა მორალი მიკითხონ მე და პოლიტიკაში იყვნენ“, - განაცხადა გელა ღუწკაიამ. როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, ის იმედოვნებდა, რომ ელისო კილაძესთან ამ კადრების მიტანის შემდეგ „ის შეძლებდა თავისი არხებით იმ ადამიანის გაჩუმებას, ვიზეც იყო საუბარი“. მისივე თქმით, „ხუთწლიანი პატიმრობისთვის მე გამწირა ელისო კილაძემ და არა მოტივმა". მოგვიანებით, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი სატელეფონო ზარით ჩაერთო. კილაძემ ღურწკაიას ბრალდებებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ ფაქტის მოტივი ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო. როგორც კილაძემ აღნიშნა, ხაჭაპურიძემ მოიყვანა ღურწკაია, მოიტანა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და წავიდა უარით. "გელა ღურწკაია იტყუება. თავის პირველ ჩვენებაში ის ამბობს, რომ მას ეს კადრები მისცა ვინმე ვაჟა სისილოშვილმა, რომელიც არის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი. ამის შემდეგ ის ცვლის ჩვენებას და ამბობს, რომ ეს კადრები მას მისცა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ. რაც შეეხება მოტივს, ხაჭაპურიძემ მოიყვანა ღურწკაია, მოიტანა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და წავიდა უარით. მოტივი იყო ძალიან მარტივი, დაგეგმილი იყო სპეცოპერაცია ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ“, - განაცხადა კილაძემ. გელა ღურწკაია ელისო კილაძესთან პოლემიკაში შევიდა, მას შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, პროტესტის ნიშნად, ეთერი დატოვა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)