|
2017-03-30 17:07:15, 1625 ნახვა
საზოგადოება
სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა
სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა. რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში რომელიც ორგანიზაცია "Enviroserve" მიერ მოწყობილ აქციაში- „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო. "Enviroserve" არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში, მათი საქართველოში საქმიანობა დამოწმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. ცნობისათვის: "E-Waste" ანუ „ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ. ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში). GreenPeace ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული ნარჩენები წარმოადგენს მუნიციპალური მყარი ნარჩენების 5%. "E-Waste" შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფისის შესასვლელში და რკინიგზის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ გამოუსადეგარი ელექტრონული ნარჩენები მასში ნებისმიერ დროს ჩაყარონ. სს „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს: პროექტი „ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს“ ითვალისწინებს სხვადასხვა დაწესებულებებში ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მაკულატურას განათავსებენ. კომპანიაში ყოველდღიურად ნარჩენი ქაღალდის დიდი რაოდენობა გროვდება, რომელიც, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, შეიძლება მეორადად გადამუშავდეს ახალი პროდუქციის წარმოებისთვის. შეგროვებული ნარჩენი ქაღალდი გადასამუშავებლად გადაეცემა გაზეთ „კვირის პალიტრის“ პროექტს „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!“. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად, ქულები – ე.წ. „ნერგები“ ირიცხება. ბარათზე დარიცხულ ქულებს სს „საქართველოს რკინიგზა“ „პალიტრა მედიის“ ახალ წიგნებში ცვლის, რომელიც მატარებელში განთავსებულ ბიბლიოთეკებში დარიგდება.
(R)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)