15:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:52:59, 1098 ნახვა

საზოგადოება
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონები გამოცდის ეტაპზეა

პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის  წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს.

ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ ვიტრო მეთოდებით აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისი პროგრამის  - თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა და  აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა/მართვა - ფარგლებში ხორციელდება.

კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, 8000-ზე მეტი მიკრომცენარე სინჯარიდან ორანჟერეაში გადაირგა; შემდეგ ეტაპზე მათი გამოცდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდება, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად, ორანჟერეის პირობებში, მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე აღრიცხვები ტარდება, მიღებული მონაცემები კი ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Highly Interactive Data Analysis Platform) შედის.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილის კულტურის პარალელურად, კვლევა წარმოებს მრავალწლოვანი კულტურების (კურკოვანი კულტურების  კლონური  საძირეები, კენკროვანი კულტურები,  სამკურნალო მცენარე - გოჯი ბერი, დეკორატიული მცენარეები, ვაზის იშვიათი ჯიშები) ინ ვიტრო გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის მიღების ეფექტიანი ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწის მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics