|
2015-04-06 16:28:47, 468 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ათონელზე მდებარე შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იქნებოდა მისაღები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ ათონელზე მდებარე შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის უფრო მისაღები და ეფექტური იქნება. ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება პრეზიდენტის არსებულ რეზიდენციას, სესიაშვილის თქმით, უმჯობესია იქ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები განთავსდეს. „მე მიმაჩნია, რომ ათონელზე მდებარე შენობა თავისი შესაძლებლობებით, ინფრასტრუქტურით, თავის მოცულობით, გაცილებით მისაღები და ეფექტური იქნებოდა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის, თავისი პირადი შემადგენლობის გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელი იქნებოდა იგივე პრეზიდენტის არსებული სასახლის მაქსიმალურად ათვისება და იქ ბევრი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განთავსება, რაც სახელმწიფოს რა თქმა უნდა დაუზოგავს გარკვეულ ფულს. ეს ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობას მოხმარდებოდა. ამიტომ მე უფრო რაციონალური კუთხით ვუდგები ამ საკითხს, ვიდრე პოლიტიკური კუთხით“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)