|
2017-03-29 22:31:29, 1618 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაცმოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორესამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები დაესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა არსებითი დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა, რაც შეფასებულ იქნა, როგორც რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. განხილულ იქნა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ინტენსიური განხილვა შედგა ძალის არგამოყენების საკითხთან დაკავშირებით. გაგრძელდა მუშაობა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების პრინციპზე რუსეთის ფედერაციასთან შესათანხმებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალის არგამოყენება ადგილზე. მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს. ხაზი გაესვა პრაგმატული გზების გამონახვის აუცილებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის. მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას. ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეკოლოგიურ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევა და ისაუბრეს შემდგომი ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე. აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის აუცილებლობას. ამ თემაზე საუბრისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს", - წერია განცხადებაში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)