|
2017-03-29 18:08:27, 1614 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა. პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს: აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო. ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე. მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში. იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე. იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით. სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. „სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი“,-აცხადებენ განათლების სამინისტროში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge მიაწოდონ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)