|
2017-03-28 20:10:08, 2076 ნახვა
პოლიტიკა
იუნკერი: დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია
დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მას შეუძლია გიორგი კვირიკაშვილს მიესალმოს არა მხოლოდ კარგ მეგობარს, არამედ მის თანამემალურესაც. „მე დღეს შემიძლია მივესალმო არა მხოლოდ ჩემს კარგ მეგობარ გიორგის, არამედ მის თანამემამულეებსაც. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ გაწეული სამუშაოს წყალობით“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა. მისივე თქმით, ეს მიღწევა საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა. „2012 წელს ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ჩვენ მკაცრი სამოქმედო გეგმა გვქონდა. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით ამ გზის თითოეულ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს მიღწევა, რომლებმაც დიდი სამუშაო შეასრულეს. დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია“, - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა.
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)