03:08 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 18:03:09, 1491 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ „მზის შვილების“ ნახატების გამოფენა გაიხსნება

ხვალ, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა გაიხსნება. 

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის ინიციატივით, საგამოფენო სივრცეში საპატიო ადგილი დაეთმობა „მზის შვილების“ ნახატებს, რომლებიც ამ პატარებმა გაერო-ს მიერ დაწესებულ დაუნის სინდრომის დღეს, 21 მარტს, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ სტუმრობისას შექმნეს. 

გამოფენაში სპეციალური მოწვევით დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა მხატვარი ლექსო ფოდიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

დაინტერესებულ პირებს ნახატების უმრავლესობის შეძენაც შეეძლებათ. ღონისძიებას მუსიკალურად მევიოლინე მარიამ მამადაშვილი გააფორმებს. გაიმართება ვიქტორინა და გათამაშდება პრიზები. 

გამოფენა  31 მარტის ჩათვლით გაგრძლედება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics