|
2017-03-28 15:54:02, 1209 ნახვა
საზოგადოება
19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება
თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს გაიხსნება და 5 დღე გაგრძელდება. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, გენერალური სპონსორი არის TBILISI MALL. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს. 20-23აპრილს, ისტორიის მუზეუმი ქარვასლაში განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. შემოდგომა/ზამთარი 2017 წლისსეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაადაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი,WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილიდა სხვა. კვირეულს კვლავ ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება.ჩვენებებს შორის მოეწყობა შამპანიურისLUCIANOდეგუსტაცია. თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარითემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russiaჟურნალისტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება:VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWDJapan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraineდა www.le21eme.com.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფსუმასპინძლებს (ე.წ. Buyers):Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al DucaD’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება. 12 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება 24აპრილამდე. 2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზესილამაზის სალონი ART HOUSE იზრუნებს. დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია იყო. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება. (NS)
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)