00:28 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 12:42:59, 1762 ნახვა

პოლიტიკა
ალექსის ციპრასი: დარწმუნებული ვარ, საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს

“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს”, - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ქართველ კოლეგას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები.

მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია ბერძნული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი თბილისში, რაც ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics