00:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:54:54, 1512 ნახვა

პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველის ლედის მაკას ჩიჩუა და ლატვიის პირველი ლედის ივეტა ვეიონისის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ ივეტა ვეიონისს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ ლატვიის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაცია: შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეთსი, პარლამენტის წევრი ძინტარს ზაკისი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არნის სალნაისი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში მაია მანიკა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი ნორმუნდს გარბარსი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეგიტა კაზეკა, ლატვიის პრეზიდენის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ანდის იეკაბსონსი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი მედია საითხებში იანის სიკსნისი, ორმხრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი დაინის გარანჩსი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მეორე მდივანი გუნტის ლაფსა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics