2017-03-27 21:53:41, 1579 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ვიზალიბერალიზაცია რეგიონის მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა
ზურაბ პატარაძემ ვიზალიბერალიზაცია რეგიონის მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა
"ჩემთვის დიდი პატივია, რეგიონის მოსახლეობას ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანი დღე მაღალმთიანი აჭარიდან მივულოცო.
28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შედეგის დადგომაში, მათ, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას", - აღნიშნა მან.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან