|
2017-03-27 15:35:49, 1346 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან ჯაზფესტივალის ბილეთების შეძენა დაზღვევასთან ერთადაა შესაძლებელი
ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთები ზე დღეიდან დაზღვევასთან ერთად იყიდება. ბილეთების დაზღვევას მომხმარებელს ”თიბისი დაზღვევა” ექსკლუზიურად სთავაზობს. კერძოდ, შავი ზღვის მე-11 ჯაზ ფესტივალზე, რომელიც 27-30 ივლისს იმართება, მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე შეუძლია შეიძინოს „თიბისი დაზღვევაში“ დაზღვეული ბილეთები, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ბილეთის მფლობელს ივლისამდე გეგმები შეეცვლება და ვერ მოახერხებს კონცერტზე დასწრებას, ბილეთების ღირებულების100% აუნაზღაურდება. ბილეთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება შესაძლებელია კონცერტამდე 7 დღით ადრე ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელმა კონცერტზე წასვლა ავადმყოფობის ან საგზაო შემთხვევის გამო ვერ მოახერხა, კონცერტიდან ერთი კვირის ვადაში აქვს საშუალება, მიმართოს ”თიბისი დაზღვევას” და აინაზღაუროს ბილეთებში გადახდილი თანხა. ამისათვის, საჭიროა მიწეროს ”თიბისი დაზღვევას” ელ. ფოსტაზე insurance@tkt.ge და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მისი თანხა მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის ვადაში ჩაირიცხება. ბილეთების ონლაინ შეძენისას tkt.ge თვითონ გკითხავთ, გსურთ თუ არა ბილეთების დაზღვევა. შესაბამისად, თუ თქვენ მოუცლელი ადამიანი ხართ და თქვენი ცხოვრების სტილი 4 თვით ადრე გეგმების დაწყობის საშუალებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ, ბილეთის ღირებულების 2%-ის ფასად დააზღვიოთ თქვენი ბილეთი. მაგალითისათვის, JAMIROQUAI-ს კონცერტის ბილეთის დაზღვევა 5 ლარადაა შესაძლებელი. ბილეთების დაზღვევა პროდუქტის სახით ”თიბისი დაზღვევამ” სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის შექმნა და მისით სარგებლობა ნებისმიერ მყიდველს შეუძლია. გარდა ამისა, ბილეთების თიბისი სტატუს და პრაიმ ბარათებით შეძენისას მოქმედებს 15-20% ფასდაკლება. 2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES - ის კონცერტი.
(R)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)