00:28 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:47:32, 1571 ნახვა

პოლიტიკა
ენმ განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხს გააუმჯობესებს.

გერსამიამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, დროულად იზრუნოს სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის.

 „ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო კიდევ უფრო იზრდება ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობა. ამ ფონზე, მთავრობამ უკვე უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით  განხორცილებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს ან არასწორი პოლიტიკის შედეგად, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ იმ  ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო.   სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით 500 ათასამდე მოსწავლეა. ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები.

ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:  

•             იზრუნოს ახალი სახელმძღვანელოების შეძენაზე, მათ უსასყიდლოს გადაცემაზე, და რაც მთავარია - მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით

•             ავტორთა შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დროულად გამოიყოს შესაბამისი თანხა.

•             საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის   რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. მოვუწოდებთ სამინისტროს, სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ I-VI კლასებში წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეს აღარ მოუხდება ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელო მას ექნება სახლშიც და სკოლაშიც.

•             სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა, შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში, თავად შეიძინონ სახელმძღვანელოები (საჯარო სკოლებში დღეს ეს ვერ ხერხდება)“, - განაცხადა მარიამ გერსამიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის. პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics