|
2017-03-27 12:14:07, 1088 ნახვა
საზოგადოება
ენმ განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხს გააუმჯობესებს. გერსამიამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, დროულად იზრუნოს სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის. „ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო კიდევ უფრო იზრდება ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობა. ამ ფონზე, მთავრობამ უკვე უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით განხორცილებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს ან არასწორი პოლიტიკის შედეგად, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით 500 ათასამდე მოსწავლეა. ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას: • იზრუნოს ახალი სახელმძღვანელოების შეძენაზე, მათ უსასყიდლოს გადაცემაზე, და რაც მთავარია - მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით • ავტორთა შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დროულად გამოიყოს შესაბამისი თანხა. • საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. მოვუწოდებთ სამინისტროს, სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ I-VI კლასებში წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეს აღარ მოუხდება ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელო მას ექნება სახლშიც და სკოლაშიც. • სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა, შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში, თავად შეიძინონ სახელმძღვანელოები (საჯარო სკოლებში დღეს ეს ვერ ხერხდება)“, - განაცხადა მარიამ გერსამიამ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის. პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)