11:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 16:26:04, 1450 ნახვა

საზოგადოება
ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად აღმაშენებლის გამზირზე ღონისძიებები იმართება

აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს.

 განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით არის მორთული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთელი დღის განმავლობაში, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები გაუმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ასევე, ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. 

18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows  დაუკრავს;

დღესასწაულის კულმინაცია  კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება - ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან.

ღონისძიებები 27 მარტსაც გაგრძელდება. 

 ხვალ, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება

ცნობისთვის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე ორი დღე დარჩა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics