2017-03-26 15:18:55, 1734 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობა ვარაზისხევში ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის დაგებას ითხოვს
ფიქრის გორაზე, ვარაზისხევის გასწვრივ მდებარე ქუჩების მცხოვრებლები ვარაზისხევის გზის საფარის შეცვლას ქვაფენილის ნაცვლად კი ასფალტის დაგებას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობას ოფიციალური განცხადებით ათი დღის წინ მიმართეს და რეაგირებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან