22:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 22:00:16, 2214 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი რ2-ზე: ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა

ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მას მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

​"ფბზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. 

მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად ,იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია

ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას.

ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.

ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. 

თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი 2ს", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics